Wednesday, April 8, 2015

მეცხრე დღე

დღეს მოვისმინეთ ერთანეთის პრეზენტაციები, რაც ძალიან საინტერესო იყო.
მარიამ რეხვიაშვილმა წარმოადგინა პროექტი "ყველი",  ნინო რევაზიშვილმა - პროექტი "სვეტიცხოვლის აგების ისტორია",  მზიური კახელიშვილმა -  პროექტი "სვეტიცხოველი და გეომერტია", იზა ბერულავამ - პროექტი "ბედი ქართლისა", რუსუდან ოძელაშვილმა - პროექტი "ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება", ლია ნონიაშვილმა - პროექტი "ლოცვა და შელოცვა", ნანა მამუკაშვილმა  - "მათემატიკა და არქიტექტურა" - ნათია თათულაშვილმა  - პროექტი  "საოცარი ცვლილებები ", ეკა რუხაზემ - პროექტი "განათლება დასავლეთის ქვეყნებში"უველა პროექტი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ყველას წარმატებებს გისურვებთ...

Изображение в формате PNG

Monday, April 6, 2015

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ პროცედურები და მთლიანად გადავხედეთ პროექტის გეგმას. გავიმეორეთ მთელი მასალა, ვისწავლეთ გუგლ ფორმები და შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს, გვქონდა თუ არა ყველაფერი სრულად. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

Sunday, April 5, 2015

მე-7 დღე

დღეს მე-6 მოდული განვიხილეთ, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, პრეზენტაციას ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს და შევავსეთ თვითშეფასების ფორმა,რომელიც დამეხმარება სწავლის პროცესში ხელი შევუწყო მოსწავლეთა თვითრეგულაციურ სწავლებას. მოსწავლლებს შევუქმენით პრეზენტაციის შაბლონი,რათა დავეხმაროთ რთული დავალების შესრულებაში.  ავტვირთეთ დრაივზე ახალი მასალები .ეს მოდული ძალიან დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებაში. 



Monday, March 30, 2015

მეექვსე დღე

დღეს  ჩვენ ვისაუბრეთ პროცედურებზე, რომლებიც უნდა გამომდენარეობდეს მიზნებიდან, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, შეკითხვებიდან და შეფასების ხუთვე მიზნის შესაბამისად. გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს და ჩვენი ამოცანებიდან გამომდინარე შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ დრაივზე შეფასებებში. ვისწავლეთ თუ როგორ ხდება ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება და გამოქვეყნება. კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს. ასევე ვისწავლეთ ბლოგზე მთავარი გვერდის და ჩანართების გაკეთება. 

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ დრაივში დოკუმენტების  და კომენტარების გაკეთება.  გავეცანით საავტორო უფლებებსრათა დაიცვან როგორც სხვისი საავტორო უფლებები, ისე თავისი. აუცილებლად გადაამოწმონ მოძიებული ინფორმაციის სანდოობა და მიუთითონ წყარო, საიდან მიიღო ეს ინფორმაცია. მოსწავლის როლში ჩავდექით და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი - სლაიდ შოუ.

Monday, March 23, 2015

მეოთხე დღე

პროექტის მეოთხე დღეს გავეცანი  მე-2 მოდულის მე-3 აქტივობაში ხუთ მიზანს. თითოეული  მიზნისთვის  შევარჩიეთ შეფასების  მეთოდები   და   ინსტრუმენტები ხუთივე მიზნისთვის. მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად  შევქმენით  დიაგრამა "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე". დრაივზე   გადავიტანეთ  ნამუშევრები. დრაივზე ასევე შევინახეთ პროცედურები. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.