Wednesday, April 8, 2015

მეცხრე დღე

დღეს მოვისმინეთ ერთანეთის პრეზენტაციები, რაც ძალიან საინტერესო იყო.
მარიამ რეხვიაშვილმა წარმოადგინა პროექტი "ყველი",  ნინო რევაზიშვილმა - პროექტი "სვეტიცხოვლის აგების ისტორია",  მზიური კახელიშვილმა -  პროექტი "სვეტიცხოველი და გეომერტია", იზა ბერულავამ - პროექტი "ბედი ქართლისა", რუსუდან ოძელაშვილმა - პროექტი "ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება", ლია ნონიაშვილმა - პროექტი "ლოცვა და შელოცვა", ნანა მამუკაშვილმა  - "მათემატიკა და არქიტექტურა" - ნათია თათულაშვილმა  - პროექტი  "საოცარი ცვლილებები ", ეკა რუხაზემ - პროექტი "განათლება დასავლეთის ქვეყნებში"უველა პროექტი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ყველას წარმატებებს გისურვებთ...

Изображение в формате PNG

Monday, April 6, 2015

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ პროცედურები და მთლიანად გადავხედეთ პროექტის გეგმას. გავიმეორეთ მთელი მასალა, ვისწავლეთ გუგლ ფორმები და შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს, გვქონდა თუ არა ყველაფერი სრულად. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

Sunday, April 5, 2015

მე-7 დღე

დღეს მე-6 მოდული განვიხილეთ, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, პრეზენტაციას ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს და შევავსეთ თვითშეფასების ფორმა,რომელიც დამეხმარება სწავლის პროცესში ხელი შევუწყო მოსწავლეთა თვითრეგულაციურ სწავლებას. მოსწავლლებს შევუქმენით პრეზენტაციის შაბლონი,რათა დავეხმაროთ რთული დავალების შესრულებაში.  ავტვირთეთ დრაივზე ახალი მასალები .ეს მოდული ძალიან დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებაში.